გენიალურ ნაწარმოებში ,,სიბრძნე სიცრუისა’’ სულხან-საბა ორბელიანი მიმართავს ხალხურ სასაუბრო ენას, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ქართული პროზის განვითარებაზე. იგავ-არაკების ფორმის სიუჟეტის მწერალი ქადაგებს აღზრდის დემოკრატიულ პრიცნიპებს და მის საფუძვლად შრომას, გონებრივ და ფიზიკურ წვრთნას მიიჩნევს; აკრიტიკებს ცხოვრების მანკიერ მხარეებს, ზნეობრივ და სულიერ დაცემულობას; სამეფო კარიდან მოყოლებული, არც ერთი ფენის წარმომადგენელს არ ინდობს. მისი მამხილებელი სიტყვა ხშრად სატირიკოსის სიმძაფრეს აღწევს.