ჩემო პატარა მეგობარო, ეს წიგნი შენთვისაა! რატომელაც ხომ შენნაირი ბეჯითი და ცნობისმოყვარე ბავშვია. ამ წიგნში ბევრ საინტერესო კითხვაზე იპოვი პასუხს, გაიგებ ბუნების საიდუმლოებებს – რატომ და როგორ უნდა გაუფრთხილდე მას, რომ მიიღო ყველა ის სიკეთე, რასაც ბუნება გვაძლევს;ისწავლი სამშობლოსა და მიწის სიყვარულს, გაიცნობ საქართველოს კუთხეებს, მის ღირსშესანიშნაობებს; გაიგებ მეგობრობისა და სიკეთის ძალას, ირწმუნებ საკუთარ შესაძლებლობებს...