ლიტერატურათმცოდნეები ინანიშვილის შემოქმედებას ,,სულის პურს’’,,,სულის ქურაში’’ გამოწრთობილს უწოდებენ.მისი ხელისგულისოდენა მოთხრობები თითქოს თვალს გვიხელს და ჯადოსნური სიცხადით გვიჩვენებს ჩვენი სამშობლოს ავკარგიან ცხოვრებას,გვამოგზაურებს ჩვეულებრივი თვალისთვის შეუმჩნეველ ლირიკულ სამყაროში და იქ ყოფნით ბედნიერ წუთებს გვჩუქნის.თავად წერდა:,,ჩემი ნაწერები ნამცეცებად გაბნეული სიკეთის ამოკენკვის ცდააო".მან მართლაც ნამცეცებად გაბნეული სიკეთეები შეაგროვა და ეს საგანძური შთამომავლობას სამარადჟამოდ დაუტოვა