ფაუსტი 2

Qartulia NYC
SKU:
Regular Price $19.90 Sale Price Unit price: $0.00

Quick Overview

დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) მრავალმხრივი შემოქმედება, დიდი ხანია, მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და „მშვენიერი ადამიანის” იდეაა ასახული. მწერალი მხოლოდ ბუნებას როდი აიგივებს ღმერთთან – თვით ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და მას მსოფლიო გონთან მებრძოლ არსებად წარმოადგენს....

Secured and trusted checkout with

დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) მრავალმხრივი შემოქმედება, დიდი ხანია, მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და „მშვენიერი ადამიანის” იდეაა ასახული. მწერალი მხოლოდ ბუნებას როდი აიგივებს ღმერთთან – თვით ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და მას მსოფლიო გონთან მებრძოლ არსებად წარმოადგენს. ეს იდეა გასდევს მისი შემოქმედების მწვერვალს, ეპოქალურ ნაწარმოებს – „ფაუსტს”, რომელსაც გოეთე თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა.
„ფაუსტის” პირველი ნაწილი 1810 წელს გამოქვეყნდა, მეორე – 1832 წელს, მწერლის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე. თუ ტრაგედიის პირველი ნაწილი ხალასი პოეზიითა და ემოციურობით გამორჩეული შედევრია და ძირითადად მიჰყვება დოქტორ ფაუსტის ლეგენდას, მეორე ნაწილში გოეთე მეტ იმპროვიზაციას მიმართავს. ეს ნაწილი, თომას მანის სიტყვებით, „სანახევროდ ფეერიას წარმოადგენს და სანახევროდ – მსოფლიო ეპოსს, რომელშიც გერმანული ენის ყველა წყარო ჩქეფს“.
დავით წერედიანმა ამჯერადაც ოსტატურად აამღერა ეს წყაროები ქართულად და შეგვიძლია „ფაუსტის“ მეორე, ნაკლებ დრამატულ და უფრო პოეტურ ნაწილს მშობლიურ ენაზეც გავეცნოთ.

ჩვენთვის უმთავრესია ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი შენაძენით და ამისათვის ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მუშაობს. თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ  გვაქვს ნივთის უკან დაბრუნების შემდეგი პოლიტიკა:

  • დაზიანებული/არასასურველი ნივთის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებული ვალდებულია აცნობოს კომპანიას ნივთის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, შემდეგ ელ.ფოსტაზე: qartulias@yahoo.com.
  • შეტყობინების დასათაურებაში მიუთითოს “ნივთის დაბრუნება”, აღწეროს წერილში ნივთის დაბრუნების მიზეზი, დაზიანებული ნივთის შემთხვევაში კი თან დაურთოს ფოტო მასალა
     

მას შემდეგ რაც მივიღებთ და განვიხილავთ თქვენს შეტყობინებას გამოგეგზავნებათ დაბრუნებისათვის საჭირო დოკუმენტი, სადაც აღწერილი იქნება ნივთის დაბრუნების ყველა საჭირო ეტაპი.

აუცილებლად დაურთეთ აღნიშნული დოკუმენტი ნივთს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება ნივთის დაბრუნება. იმ შემთხვევაში თუ ნივთს თავად აბრუნებთ მაღაზიაში ნივთის დაბრუნება შეგიძლიათ მისი მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

იმისათვის, რომ ნივთი დაიბრუნოს კომპანიამ აუცილებელია იგი იყოს იმავე მდგომარეობაში როგორშიც მიიღეთ, ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული, მას თან უნდა ჰქონდეს მარკა ( ეს ვერ მოვიფიქრე სხვაგვარად როგორ დამეწერა) და პირვანდელი შეფუთვა, ამასთანავე თან უნდა გქონდეთ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. თვენს მიერ უკვე გამოყენებულ და დაზიანებულ ნივთს კომპანია უკან არ დაიბრუნებს.

გთხოვთ დაზიანებული, შეცდომით გამოგზავნილი ნივთის ან ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოთ კომპანიას ნივთის მიღების მომენტში, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, რათა დროულად შევძლოთ რეაგირების მოხდენა.

გამონაკლისი:

  • კომპანიაში დაბრუნებას არ ექვემდებარება ფასდაკლების დროს შეძენილი ნივთები და სასაჩუქრე ბარათები.
  • კომპანიაში უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება ისეთი ნივთები, როგორიცაა: საკვები პროდუქტები და მცენარეები, პერსონალურად შექმნილი ნივთები და ტანისამოსი. გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი კითხვის ან სპეციალური შენაძენის შემთხვევაში.

ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ info@qartulia.com