ჩვენს შესახებ

 

 

Qartulia ეს არის უნიკალური კონცეფციის სივრცე, რომელსაც ევროპასა და ამერიკაში ანალოგი არ აქვს. 

 

ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ხელი შევუწყოთ ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას, მაქსიმალურად მეტ ადამიანს გავაცნოთ  მრავალფეროვანი ქართული კულტურა და შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც მზადდება საქართველოში.

 

დღეისათვის Qartulia არის პირველი და ერთადერთი სივრცე ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც შესაძლებელია ქართული წიგნებისა და ქართული საბავშვო ლიტერატურის შეძენა.

აქ ერთდროულად შეგიძლიათ გაეცნოთ გამორჩეულ, ყველასათვის საყვარელ ქართველ თუ მსოფლიო კლასიკოსებს, თანამედროვე ავტორებსა და ამავდროულად დაათვალიეროთ და შეიძინოთ ქართული თიხის სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქრის სამკაულები, ტრადიციული სამოსი და აქსესუარები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ქართველი დიზაინერების საკოლექციო ტანისამოსი.

 

სასიამოვნო გარემო და უმაღლესი ხარისხის მომსახურება ეს არის ის რაც დაგხვდებათ Qartulia-ს უნიკალური კონცეფციის მაღაზიაში!

 

გვინდა ყოველთვის გახსოვდეთ: ჩვენთან ყველაფერი ქართულია!

გვესტუმრე და შეიქმენი შენი პატარა საქართველო შუაგულ ამერიკაში!