„ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის - უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია.მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ.