„ხატვა დავიწყე ექვსი წლის წინ. მანამდე არასდროს მიხატია, სკოლის გაკვეთილებს თუ არ ჩავთვლი. ვმონაწილეობ ჯგუფურ გამოფენებში. ჩემი ნამუშევრები ინახება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, – კერძო კოლექციებში. ამჟამად ჩემი ნახატებით წარმოდგენილი ვარ რამდენიმე კერძო გალერეაში . ვმუშაობ სხვადასხვა მიმართულებით – ფერწერა, გრაფიკა, დეკორატიული მხატვრობა, თექაზე ქარგვა.“