ერინი ქმრის ძალადობას გაექცა და პატარა სამხრეთულ ქალაქს შეაფარა თავი... ახლა მას სახელიც სხვა აქვს - ქეთი. გველის ტყავივით გამოიცვალა სახელი და გარეგნობაც, ცდილობს, წარსული წარსულსვე ჩააბაროს და დღევანდელი დღით და უკეთესი მომავლის იმედით იცხოვროს. თითქოს ამ ცხელ ქალაქში პოვა უსაფრთხო თავშესაფერი, სიყვარულიც, მაგრამ... მოძალადე ქმარს არ სურს წარსულის დავიწყება... მისი დავიწყება... მას ძველებურად უყვარს შინიდან გაქცეული ცოლი, მაგრამ სძულს კიდე... სიყვარული და სიძულვილი მიერეკება ქალაქიდან ქალაქში მის საპოვნელად, რომ დაიბრუნოს...თუ მოკლას?! „სიუჟეტი ლამაზად ვითარდება და ყოველი ფურცელი მომდევნოს წაკითხვის სურვილს აღძრავს, სანამ კვანძი არ გაიხსნება. ეს სპარქსის საყვარელი სტილია - ადამიანური სისუსტეები და ემოციათა ძალა. იდეალური საზაფხულო რომანია“