ეშმაკნი“ - რუსი მწერლის, თედორე დოსტოევსკის რომანი, რომელიც 1872 წელს გამოიცა. რომანი ძალზედ პოლიტიკური ხასიათისაა და ნათლად ასახავს რუსეთის იმპერიის ცხოვრებას მე-19 საუკუნეში. მწერალი ამხელს საზოგადოებრივი გარემოს რღვევისა და ხრწნის გამოვლინებებს, ზღვარგადასულ ეგოიზმსა და კარიერიზმს, სიცრუეს, შანტაჟს და პიროვებასა და თავისუფლებაზე ძალმომრეობას.