ნაგერალა“ – მეორე სეზონი. როგორც თანამედროვე ამერიკულ სერიალებშია: წინა სეზონის სიუჟეტი, ამბები და თემები ბუნებრივად იგულისხმება, მაგრამ დროდადრო უფრო მძაფრდება, ახალ ნაკადებს, დრამას და ხასიათებს დაიმატებს ხოლმე. „ნაგერალა 2“ კონტრასტების წიგნია, ისევე როგორც ამ წიგნის ავტორის ცხოვრება – გვიანი სტალინური პერიოდიდან თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიამდე. პროფესიულ გამოცდილებაზე წერს თუ ჰობიზე, წარსულის მემკვიდრეობაზე თუ უახლეს ტენდენციებზე, გელა ჩარკვიანის ჩანაწერებს ყოველთვის თან ახლავს გულწრფელობა, სანდოობა, თემის სიღრმისეული ცოდნა და თვითირონია / იუმორი. წიგნში ნოველასავით საკითხავი ბევრი ამბავიც შეგხვდებათ, რომელიც მოწყენისა და შესვენებისთვის სულ უფრო ნაკლებ დროს დაგიტოვებთ. კითხვა კი, სადაც გადაშლით, ნებისმიერი გვერდიდან შეგიძლიათ დაიწყოთ – თუნდაც ახლავე.