მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი რომანები: “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, “გაქრები მადათოვზე” და “ვეშაპი მადათოვზე” 1998-2004 წლებში ცალცალკე გამოიცა და თითოეულმა მათგანმა მაშინვე მოიპოვა თვით ყველაზე პრეტენზიული კრიტიკოსების აღიარება. “მადათოვის ტრილოგიას” პროფესიონალი ლიტერატორები და გემოვნებიანი ლიტერატურის მოყვარულები ერთხმად ასახელებენ საეტაპო წიგნად და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ რომანად.