ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითმხილველის მოწოდებულ ამბებს. ტყუილ-მართალი ერთმანეთში აურიეს. ნაწილი ამბობს, რომ ომი რუსებმა დაიწყეს, როდესაც შემოვლითი გზები დანაღმეს და ქართველი პოლიციელების მანქანები ააფეთქეს. თურმე აგვისტოს დასაწყისში შუა სოფელში რუსების მიერ გამოსროლილი ჭურვები ცვიოდა… თქვენ რას იტყვით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ვინ დაიწყო ომი?
თედომ ცრემლიანი თვალები მჯიღით ამოიმშრალა და გოგოს შეხედა.
მე დავიწყე, შვილო, მე… ამოიხავლა ყელში ბაწარწაჭერილივით, რით ვერ გაიგეთ, კაცო…