ორი ქალაქის ამბავი

Qartulia NYC
SKU:
Საწყობში
$24.90

აღწერა

ნუ შეგაშინებთ წიგნის სიდიდე ან ის, რომ „ორი ქალაქის ამბავი“ სამი საუკუნის წინანდელ ისტორიულ მოვლენებს ეფუძნება, რადგან, თქვენდა გასაოცრად, უამრავ საერთოს აღმოაჩენთ დღევანდელობასთან. რომანი, რომელიც მხატვრული ტექსტის სტილისტიკურ ინტერპრეტაციაში სამაგიდო წიგნადაა აღიარებული, საფრანგეთის რევოლუციის ეპოქას აღწერს, მაგრამ წარმოუდგენლად თანამედროვედ მოგეჩვენებათ. მოყვასის მიმართ ენით აუწერელ სისასტიკეს ამოუხსნელი სიმაღლის ქრისტიანული სიყვარული და თავგანწირვა უპირისპირდება, ტრაგიზმს – სატირა და იუმორი, ეპოქის თუ გარემოს სიღრმისეულ აღწერას – დაძაბული დეტექტიური სიუჟეტი, და უმაღლესი სამწერლობო ოსტატობით ნაძერწ პერსონაჟებთან ერთად თქვენდაუნებურად თავდავიწყებით გადაეშვებით კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპოქის პარიზსა და ლონდონში სამოგზაუროდ. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ის, რაც იქ ხდება, წარსულს ჩაბარდა ან, რომ დიკენსი მოკვდა: ის ისეთივე ცოცხალია დღეს, როგორც 1859 წელს, როცა ამ რომანს წერდა. დაბოლოს, ერთი ამონარიდი ვახტანგ ჯავახაძის პუბლიკაციიდან „ისევ გალაკტიონი“: „დიკენსი გალაკტიონის რჩეულ ავტორთა შორის უნდა დავასახელოთ: „…აქ ვკითხულობდი დიკენსს. …დიკენსის გმირივით მიყვარდა ცეცხლთან ჩაფიქრება. …მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს, ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება. …როგორც უყვარდათ დიკენსის გმირებს. …ავიღებ ხელში ისევე დიკენსს. …ვარჩევდი დიკენსს. …დავხურავ დიკენსს.“ ასე რომ, „ორი ქალაქის ამბავი“ ნამდვილად წასაკითხი ამბავია.

მორგებული ჩანართი 01

At vero eos et accusamus et iusto odio dignissimos ducimus qui blanditiis praesentium voluptatum deleniti atque corrupti quos dolores et quas molestias, გარდა იმისა, რომ არ არის მიმწოდებელი, similique sunt in culpa qui ოფისის შრომისმოყვარეობა. Et harum quidem rerum facilis est et expedita distinctio. Nam libero tempore, cum soluta nobis est eligendi optio cumque nihil impedit quo minus id quod maxime placeat facere possimus, omnis voluptas assummenda est, omnis dolor repellendus. Temporibus autem quibusdam და aut officiis debitis aut rerum necessitatibus saepe eveniet ut et voluptates repudiandae sint et molestiae non recusandae. Itaque earum rerum hic tenetur a sapiente delectus, ut aut reiciendis voluptatibus maiores alias consequatur aut perferendis doloribus asperiores repellat.