მაშენკა, ანუ პირველი, სპეტაკი სიყვარული, წმინდა გრძნობების განსხეულებაა, რომლის წარსულიდან.ამოფხრეწის შესაძლებლობაც მთავარი პერსონაჟის ცნობიერებაში მოგონებების, სურვილებისა და ხელიდან.გაშვებული შესაძლებლობების გემოთი.გაჯერებულ კორიანტელს დაატრიალებს.მაშენკა” ცნობილი რუსი და ამერიკელი მწერლის (წერდა რუსულ და ინგლისურ ენებზე) ვლადიმირ ნაბოკოვის (1899-1977) პირველი რომანია. იგი ავტორმა 1926 წელს მშობლიურ რუსულ ენაზე დაწერა და მასში ემიგრაციის ძნელბედობისა და იმ ექვსი დაძაბული დღის შესახებ მოგვითხრო, რომელთა განმავლობაშიც ბოლშევიკური რუსეთიდან ბერლინში გადახვეწილი ახალგაზრდა კაცი – ლევ განინი – თავის პირველ სიყვარულს სამუდამოდ დაკარგულ სამშობლოსთან ერთად მწვავე განცდებითა და ხელშესახები სიცხადით იხსენებს. პირველი სიყვარული აღარასოდეს მეორდება. იგი ხსოვნაში მხოლოდ მსუბუქ ბედნიერებად და მწვავე ტკივილად რჩება...