„მოსკოვიადა“ ცნობილი უკრაინელი პოეტისა და პროზაიკოსის, იური ანდრუხოვიჩის.მეორე რომანია. მასში მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტის სტუდენტი ოტო ვილჰელმოვიჩ ფონ ფ. გვიყვება ერთი დღის საკუთარ თავგადასავალს საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, რომელიც არსებობის.უკანასკნელ დღეებს ითვლის. რომანის პოსტმოდერნული და მნიშვნელოვანწილად.ავტობიოგრაფიული ტექსტი, რომელშიც საკმაოდაა ჟარგონი.და უცენზურო ლექსიკა, წარმოადგენს სატირის, იუმორის, სარკაზმის, ირონიის, თვითირონიის.თავისებურ ნაზავს. მასში ოსტატურადაა აღწერილი კომუნისტური საზოგადოების გახრწნა, დეგრადაცია, კრახი და.დიდმპყრობელური ილუზიების ნანგრევებზე ახალი, შოვინისტური, პროფაშისტური რუსეთის აღმოცენება.