ზოგჯერ ეპოქის განსაკუთრებულობა განუსაზღვრავს ავტორს ნაწარმოების შექმნას, ხანაც პირიქით - ნაწარმოები ქმნის ეპოქას. გი დე მოპასანის „ლამაზი მეგობარი“ ის ნაწარმოებია, რომლის განხილვაც ორივე კრიტერიუმით შეიძლება და ალბათ ამიტომაც უკავია მას მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში დამსახურებული ადგილი. ისტორია კი მართლაც შთამბეჭდავია - პარიზული საზოგადოების სახე და ამ საზოგადოებაში პიროვნების ადგილი, როლი, ვნებები, სურვილები...