ძალიან ემოციური წიგნი, ძალიან მძაფრ თემებზე. ჰოლოკოსტი - თემა, რომელშიც კარგად ვიცით, ვინ დგას ბოროტების და ვინ - სიკეთის მხარეს, მაგრამ როცა საქმე ბავშვებს ეხებათ, კონკრეტულად კი - გერმანელ და ებრაელ ბავშვს, ხელაღებით რამეს მტკიცება და ყველაფრისთვის სახელის დარქმევა ძალიან რთულია... კაცობრიობის ისტორიის უდიდესი ტრაგედია შელამაზების გარეშე, ბავშვის თვალით დანახული და წრფელი გულით აღქმული. მაისში წარმოგიდგენთ ჯონ ბოინის 2006 წლის რომან-ბესტსელერის „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ ქართულ თარგმანს!