გელა ჩარკვიანის ჩანაწერების ახალი, შევსებული გამოცემა, ფოტოებითა და ავტორის ავტოგრაფით. „გულზე ხელს დავიდებ და გულწრფელად გეტყვით – არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს უბის წიგნაკში დარჩენილი ფრაზები და პასაჟები, რომლებიც მემუარული წიგნის წერისას ვერ გამოვიყენე, თავად დაიდებდნენ ბინას ამ ლამაზ გამოცემაში. ამიტომაც დავარქვი მასნაგერალა. საბა ამ სიტყვას განმარტავს როგორც „დაუთესავად მოსულს“. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში კი ვკითხულობთ: „ნაგერალა – მოსავლის აღებისას მიწაში ჩაბნეულ და ჩარჩენილ თესლიდან აღმოცენებული კულტურული მცენარე“. მკითხველს ამთავითვე ბოდიშს მოვუხდი – აღმოცენებულ მცენარეთა შორის მან შეიძლება ზოგი ნაკლებად კულტურულიც აღმოაჩინოს. ვიცი, არ დამძრახავს, ნაგერალების უმეტესობა ხომ ფაქტებზე, პიროვნებებსა და მიმდინარე მოვლენებზე სპონტანური რეაგირების, სევდიანი და მხიარული რემინისცენციების შედეგად დაიბადა. მოვლენები ერთგვაროვანი როდი იყო, კომიკურს ტრაგიკული ცვლიდა, სიცილს – ცრემლი, სიამოვნებას – გაუსაძლისი ტკივილი...“ (ავტორის წინასიტყვაობიდან)