საქართველოში პირველად გამოდის მეთოდურად დამუშავებული ქართული ხალხური და უცხოური ზღაპრები, რომელშიც გათვალისწინებულია:
ასაკობრივი ფსიქოლოგია
შინაარსის აღქმის, კითხვისა და წაკითხულის ათვისების შესაძლებლობები
ხელს უწყობს და ავითარებს ბავშვის:
ლოგიკურ აზროვნებას, ყურადღებასა და კონცენტრაციას
სახალისო ილუსტრაციებისა და ზღაპრების პერსონაჟების კომენტარების დახმარებით შინაარსისა და იდეის ადვილად აღქმასა და დამახსოვრებას.
წიგნში შესულია შემდეგი ზღაპრები:
უკვდავი ქართული ხალხური ზღაპრები:
ასფურცელა, კონკია, მძლეთამძლე, ობოლი და ქოსატყუილა, ხუთკუნჭულა, ნახევარქათამა, მუჭანახევარა, ჩიტო–ჩიორა და მელია, კომბლე, ნაცარქექია.
უკვდავი უცხოური ზღაპრები:
ზარმაცა, წითელქუდა, მახინჯი იხვის ჭუკი, ჩექმებიანი კატა, სამი გოჭი, მძინარე მზეთუნახავი, პინოქიო, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, სამი დათვი.