იშვიათია მწერალი, რომელსაც ბავშვებიც და დიდებიც ერთნაირი ინტერესით კითხულობდნენ. მას უდიდესი მწერლები თავიანთ მასწავლებლად მიიჩნევდნენ. თავის მოთხრობებში ის კიცხავს ბოროტებას და გმობს ფულის გაღმერთებას, ააშკარავებს თავისი დროის ყველა მანკიერებას და საზოგადოებას ზომიერებისკენ მოუწოდებს. ის ადამიანებს მათი გულით აფასებდა და არა თვალით, ან ინტელექტით. ამ წიგნში შეტანილი სამივე მოთხრობა საოცარი იუმორით მოგვითხრობს: როგორ იპოვა ბედი ღარიბმა, არცთუ უჭკუო ამერიკელმა ორი მდიდარი ინგლისელის დანაძლევების