ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები ის საფუძველია,რომელსაც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება ემყარება. რამდენადაც მდიდარი და მრავალფეროვანია ბავშვის შთაბეჭდილებანი, იმდენად ცხოველმყოფელია მისი გავლენა ბავშვის ფანტაზიაზე, ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე. ეს კარგად იცოდა პოეტმა და მწერალმა იროდიონ ევდოშვილმა (1873-1916 წწ.), რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საყმაწვილო ლიტერატურის განვითარებაში. მის შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდნენ აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი და მისი თანამედროვე სხვა გამოჩენილი მოღვაწენი. იროდიონ ევდოშვილის საბავშვო მოთხრობებს დღემდე არ დაუკარგავს მიმზიდველობა. ამ სევდიანი და სიკეთით სავსე მოთხრობების წაკითხვისას ხან თვალები აგიცრემლდებათ, ხან რომელიმე ცხოველისა თუ ბავშვის მწარე ხვედრი აგიჩუყებთ გულს, ხან კი პერსონაჟების ერთგულებითა და გონიერებით გაოცდებით. წიგნში შეტანილია მწერლის ყველა რჩეული საბავშვო მოთხრობა.