როდესაც პრინცესა სარა იყო და ქუჩებში ეტლით დაქროდა და ფეხით მისეირნობდა, პატარა სახის ნათელი და ხალისიანი გამომეტყველების თუ ძვირფასი და ლამაზი ტანსაცმლის წყალობით ხალხი სულ უყურებდა, მაგრამ ჩამოძონძილ და ჭუჭყიან ბავშვებს არავინ უღიმის. ასეთ სარას არც არავინ უყურებდა, როდესაც ხალხით სავსე ტროტუარზე მიაბიჯებდა.