მასალა: ქსოვილები, ლენტები,
ხევსურულ ტანისამოსს ტალავარი ეწოდება. ასეთი ტალავარი შინ მოქსოვილი ტოლისაგან (შალი) იკერება, რომელსაც ხევსური ქალები ამზადებენ. ტალავრის შეკერვა და მორთვა აქ თითქმის ყველამ იცის, ამაში ქალებს პატარაობიდან ავარჯიშებენ. ხევსურული ტალავრის შეკერვა მათთვის სიძნელეს არ წარმოადგენს, რადგანაც მისი გამოჭრილობა და ფორმა უცვლელია და დიდსა და პატარას ერთნაირი ტალავარი აცვია. სატალავრო ტოლი სქელია და მოუხეშავი მას მანქანის ნემსი ვერ შეკერავს, ამიტომ მანქანით იკერება ბამბის ქსოვილი, ხოლო ტალავარს კი ხელით კერავენ.