კომპლექტი: ყუთში 2 ცალი
მასალა: ფაიფური
ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში
შესაძლებელია მიკროტალღურ ღუმელში გამოყენება
სუფრა "ქიმერიონზე" გამოსახულია ტრადიციული ლურჯი სუფრის ორნამენტები თანამედროვე დეტალებით. კოლექციის სახელწოდება უკავშირდება XX საუკუნის თბილისის კაფეს, რომელიც შეიქმნა "ცისფერყანწელების" ინიციატივით. კაფე მოიხატა ქართველი და მოწვეული მხატვრების მიერ, როგორებიც იყვნენ: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, მოსე თოიძე, ირაკლი თოიძე, სერგეი სუდეიკინი, სიგიზმუნდ ვალისევსკი... კაფეში ხშირად იყრიდნენ თავს ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ქართველ მწერალთა საზოგადოება, "ცისფერყანწელები". წლების განმავლობაში კედლები ბევრჯერ გადაიღება, თუმცა ნახატების ნაწილი რესტავრაციის შედეგად აღდგა. მოგვიანებით, კაფე რუსთაველის თეატრის ფოიედ იქცა.