ხელნაკეთი თოჯინები ქართული ნაციონალური სამოსით
მასალა: პოლიმერული თიხა, ქსოვილები, მავთული, ხელოვნური ტყავი, ხელოვნური ბეწვი,ლენტები, სინტიფონი, ხის დასადგამი.
ზომა 25-30 სანტიმეტრი
რაჭველები — ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ მდინარე რიონის ზემო წელზე, ამბროლაურისა და ონის რაიონებში. წარსულში ცნობილი იყვნენ როგორც განთქმული მშენებლები და ხაბაზები. რაჭველებისთვის დამახასიათებელი იყო კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები. საუბრობენ ქართული ენის რაჭულ დიალექტზე.
ვახუშტი ბაგრატიონი რაჭველებს ასე ახასიათებს: კაცნი ტანოვანნი, მხნენი, ბრძოლასა შემმართებელნი, ძლიერნი. უსაქციელო-ბრიყუნი, უშუერ-მქცევნი, სხუათა მაოხარნი, მომხუეჭნი და ძვირნი. ქალნი მშუენიერნი, მქცევნი ეგრეთნივნე, რბილნი.