ქართული ქუდის ნიმუშებია: კახური (თუშური) ნაბდის ქუდი, იმერული ფაფანაკი, სვანური, ხევსურული და მოხევური ქუდები და სხვა. ცხადია, ოდითგანვე არსებობდა ასეთი მნიშვნელოვანი ნივთის შექმნის ტექნოლოგიებიც.
თუშური ქუდი ნაბდის განვითარებული ფორმაა, კახეთში კახურს ეძახიან, სამცხე-ჯავახეთში - ტეტიურს, სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელი აქვს.
- თუშურ-კახური ქუდებისთვის საუკეთესოდ ითვლება ცხვრის ყელ-ყურის, შუბლის, ლაჯების არიდან აპარსული მატყლი, ხუჭუჭი და საუკეთესოა
მოთელვის შემდეგ თუშური ქუდისთვის მიღებული მასალა, ანუ მონათელი საქუდე შოლტებად იჭრება და ქუდებიც მათგან იკერება. ქუდს რკალი სამ ფენად უკეთდება, ანუ გარშემო აკეცილი ნაწილი სამი ფენისგან შედგება. შემდეგ ოთხი ნაკეცი ცენტრში ერთდება, შესაბამისად, ზემოდან ქუდს ჯვრის ფორმა აქვს.
იქვე უკეთდება პატარა სიმრგვალეც. თეთრ ქუდებს შავი ყაითნით აწყობდნენ, შავს - თეთრით.
ქუდზე გამოსახული ჯვრები სამყაროს ოთხ კუთხეს აღნიშნავს. ქუდის ზედა ნაწილს ცას უწოდებენ.