სვანური ქუდი
ფერი - შავი
მოთელილი მატყლი ხელნაკეთი
სვანები მატყლისგან ამზადებდნენ მამაკაცის ქუდებს, ნაბდებს. სვანური ქუდი ნაბდისგან მზადდება. ის ერთნაირად იცავს სიცხეშიც და სიცივეშიც. სვანური ქუდი, როგორც წესი, თეთრი ან რუხია. შავ ქუდს მხოლოდ მგლოვიარეები ატარებენ. ქუდი სადაა და მასზე აბრეშუმის სირმით და ბამბის ზონრით ჯვარია გამოსახული.