ასრულდა ილიონის ომი. "ტროას წმინდა ციხესიმაგრე დაეცა", ბერძნები უკან ბრუნდებიან. არანაკლებ ტრაგიკულია მათი უკუქცევა: ბევრი მათგანი ზღვაში დაიღუპა, ერთი კი, ყველაზე ძლევამოსილი, ერის მწყემსი აგამემნონი საკუთარ სახლში ბაგაზე მიბმული ხარივით დაკლეს. ბევრმა მშვიდობით ჩააღწია სამშობლოს და ახლობელთა შორის ნეტარებს.