დღევანდელ სამყაროში, კრეატიულობა უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევად მიიჩნევა, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ყველა სფეროს, განსაკუთრებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. არსებობს დამკვიდრებული შეხედულება, რომ კრეატიულობა პიროვნული ხასიათის ნაწილი, თანდაყოლილი უნარია, რომელიც მხოლოდ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს აქვთ. თუმცა, ამ აზრს ყველა არ ეთანხმება.