წარმოიდგინეთ ლიტერატურული ჯოჯოხეთი…
…ადგილი, სადაც მწერლები ისევე იტანჯებიან, როგორც მათი წიგნები ტანჯავდნენ მკითხველებს; სადაც დიდი ძმის ტელევიზიას („BBC – Big Brother’s Channel“) ორუელი განაგებს და შექსპირის სასტუმროს („ჰოტელო“) – იორიკის თავის ქალა; სადაც ეგზიუპერი ანონიმ თვითმკვლელთა კლუბის გამორჩეული წევრია; სადაც მთელი გარემო ლიტერატურული ატმოსფეროთია გაჟღენთილი და სადაც…