მსოფლიო ლიტერატურის ეს ერთ-ერთი უმაღლესი ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია, რომელშიც ადამიანური არსის შეცნობის პრობლემა, ღვთიურისაკენ მისი სწრაფვა მრავალფეროვანი ლიტერატურული ხერხებითაა დახატული. დოქტორ ფაუსტსა და მეფისტოფელს კრიტიკოსთა ერთი ნაწილი სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილის სიმბოლოდ, მეორე – ერთი და იმავე მოაზროვნე გონის ორ ურთიერთდაპირისპირებულ მხარედ მიიჩნევს. საინტერესო, დრამატული ფაბულა და სულისშემძვრელი ტექსტი დღემდე აღაფრთოვანებს ლიტერატურის მოყვარულებს. ამჯერად ქართველ მკითხველს საშუალება აქვს, დავით წერედიანის ახალი თარგმანით კიდევ ერთხელ, უკეთ გაიცნოს მსოფლიო ლიტერატურის შედევრის პირველი ნაწილი.