შეჯახება

Qartulia NYC
SKU:
Საწყობში
$15.90

აღწერა

ძნელად თუ მოიძებნება თანამედროვე ტექნიკის სხვა პროდუქტი, რომელიც ისეთივე აღფრთოვანებასა და ინტერესს გამოიწვევდა, როგორსაც ავტომობილი, თუმცა, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი იღუპება ავტოავარიების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი კი მილიონებს აღწევს. პარადოქსია, მაგრამ საავტომობილო ტრანსპორტის რეგულირებისა და ამ სასაკლაოს მსხვერპლთა რაოდენობის შემცირების ყოველი მცდელობა მუდმივად აწყდება მძლავრ და თითქმის ირაციონალურ წინააღმდეგობას. ეს რეალობაა. ამ რეალობაში ჩვენ ვცხოვრობთ. ამ რეალობას აღწერს სკანდალური მწერალი თავის წიგნში. რაზეა ეს რომანი? აქ ბალარდი პარადოქსის გასაღებს გვთავაზობს. ავტორი თავად არის პერსონაჟიც, თუმცა ისტორია სულ სხვა ვინმეზე ფოკუსირდება - ტელემეცნიერ ვონზე, რომელიც საავტომობილო გზების ღამის კოშმარად ქცეულა: მას საოცარ სექსუალურ სიამოვნებას ანიჭებს საგზაო კატასტროფა და ოცნებობს, დაიღუპოს ავტოავარიაში ელიზაბეთ ტეილორთან ერთად. რომანი ფილმ „კოშმარების ანგელოზისა“ და არაერთი მუსიკალური კომპოზიციის შთაგონების წყარო გახდა, თუმცა მარტო ეს არაა - 25 წლით ადრე დაწერილი წიგნი პრინცესა დაიანას სიკვდილის ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა. წინასწარმეტყველურია, როგორიც მთლიანად ბალარდის სამეცნიერო-ფანტასტიკური შემოქმედება. „შეჯახება“ სასტიკი და საშიში რომანია, რომლის სახელწოდებაც ზუსტად ასახავს შინაარსს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, იგი უნდა აღვიქვათ, როგორც გაფრთხილება: იმ თვალისმომჭრელი ეროტიკული მომავლის მიღმა, რომელიც სულ უფრო და უფრო მძლავრად გვიტყუებს ტექნოლოგიური ლანდშაფტის საზღვრებისკენ, მხოლოდ უფსკრულია.

მორგებული ჩანართი 01

At vero eos et accusamus et iusto odio dignissimos ducimus qui blanditiis praesentium voluptatum deleniti atque corrupti quos dolores et quas molestias, გარდა იმისა, რომ არ არის მიმწოდებელი, similique sunt in culpa qui ოფისის შრომისმოყვარეობა. Et harum quidem rerum facilis est et expedita distinctio. Nam libero tempore, cum soluta nobis est eligendi optio cumque nihil impedit quo minus id quod maxime placeat facere possimus, omnis voluptas assummenda est, omnis dolor repellendus. Temporibus autem quibusdam და aut officiis debitis aut rerum necessitatibus saepe eveniet ut et voluptates repudiandae sint et molestiae non recusandae. Itaque earum rerum hic tenetur a sapiente delectus, ut aut reiciendis voluptatibus maiores alias consequatur aut perferendis doloribus asperiores repellat.