ბრმა ბერძენი გენიოსის, ჰომეროსის ეს შესანიშნავი პოემა კაცობრიობის ერთ-ერთ მთავარ ამბავს, მთავარ სიუჟეტს წარმოადგენს-ღმერთების რისხვა, ომი და გრძელზე გრძელი, სირთულეებით აღსავსე გზა შინისაკენ, მშობლიური ითაკისკენ, სადაც ოდისევსს ყველაზე ერთგული და ლამაზი ცოლი, პენელოპე ელოდება