სპილო წყვდიადში“ ძველინდური ფილოსოფიური იგავია სამყაროს იდუმალებაზე,რომელიც მოხდენილად გალექსა სუფიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა დარვიშმა და ფილოსოფოსმა ჯალალედინ რუმიმ. ზურაბ გურულმა თავად თარგმნა რუმის ეს ლექსიც და რომანში გამოყენებული სხვა ლექსებიც, რომლებიც ერთგვარ წინასიტყვაობად მიუძღვის რომანის მთავარი გმირის,სიმონ-საიმონის უცნაურ და ფათერაკიან თავგადასავალს თბილისიდან ახალ ორლეანამდე და შემდეგ ლუიზიანას უკიდეგანო ჭაობებში,ორლეანელ აჩრდილთა სამფლობელოში თუ ამერიკული კლინიკის საოპერაციოებში.