„მძიმე და გამომფიტავი სიგიჟეა დიდი წიგნების წერა, ანუ ხუთას გვერდად გავრცობა იდეისა, რომელიც სავსებით შეიძლება გადმოიცეს ხუთიოდე წუთში“, - წერს ხორხე ლუის ბორხესი და მართლაც „ხუთწუთიან“ მოთხრობებში ლამის მთელ ეპოქას ატევს. ბორხესს მაგიური რეალიზმის ლათინურ-ამერიკული სკოლის ფუძემდებლად მიიჩნევენ, ამავდროულად, მას გაბრიელ გარსია მარკესთან ერთად XX საუკუნის სამხრეთამერიკული ფიქციის უმნიშვნელოვანეს ავტორადაც ასახელებენ. თუმცა კი კრიტიკოსთა შორის არიან ისეთებიც, რომელნიც მას უნივერსალურ მწერლად მიიჩნევენ.