ეს ფერადი წიგნი დიდი სიბრძნეს შემოგაგებებს. მასში შენი მეგობრები ცხოვრობენ- ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში მოძიებული, ევროპულ საყმაწვილოსთ თხწულებებში მიგნებული და "გაქართველებული" ბუნების შვილები - ადმიანი და მცენარე, უამრავი შინაური და ტყიური არსება. ასე რომ, არ, გაიკვირვო, თუ მაქთ ხასიათსა და საქციელში საკუთარს დაინახავ, ეს ამბები და შეგონებები იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებსა და კლასგარეშე საკითხებშიც შეგხვდება. ისინი დიდმა ქართველმა პედაგოგმა და მოაზროვნემ შენს ასაკსა და ინტერესებს მოარგო - შენთვის მოიძია, შეკრიბა, გამოაქართულა, პედაგოგიურად დაამუშავა. მან მთელი ცხოვრება იჭვაწა შენი სულიერი, გონებრივი ზნეობრივი განვითარებისთვის. ამიტომაც უწოდა მას აკაკი წერეთელმა "წარსულის შვილი, აწმყოს აღმზრდელი და მომავლის გადია"