წიგნი ინგლისურიდან თარგმნა ლიკა კაკიაშვილმა. არდიტა, როგორც ბიძამისი ამბობს, ყველაზე ეგოისტი, გათამამებული, თავნება გოგონაა. შეყვარებულია კაცზე, რომელიც მისაღები არ არის მისი ოჯახისთვის. ამიტომ ბიძა ცდილობს, აზრი შეაცვლევინოს, მაგრამ არდიტა გადაწყვეტილებებს არასოდეს ცვლის!.. თუმცა, რა ხდება მაშინ, როდესაც არდიტას ცხოვრებაში სანაპიროს მეკობრე გამოჩნდება? კუნძულზე განმარტოებული ქალ-ვაჟი. ახალი აღმოჩენები. ოცნებები და... სიყვარული! და, მაინც, ეს ამბავი არც კუნძულზე დროებით დასახლებულ ორ ადამიანზეა და არც სამყაროსგან მოწყვეტილ რეალობაში დაბადებულ სიყვარულზე. იგი გვიამბობს ორი პიროვნების ხასიათზე, გოლფსტრიმის პალმებით შემორაგვულ იდილიურ გარემოში მათი აღმოჩენა კი შემთხვევითობაა და მეტი არაფერი.