იაკობ გოგებაშვილი მართებულად ამტკიცებს, რომ ბავშვებს უფრო მეტად იზიდავთ და აინტერესებთ ისეთი კონკრეტული საგანი, რომელსაც ,,პირდაპირი დამოკიდებულება აქვს ცხოვრებასთან‘‘. ამ თითქოს უბრალო დებულებაში მოჩანს მწერლის დიდი ნიჭი. მისი ყოველი მოთხრობა საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება და ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ, ზნეობრივ თუ შემოქმედებით განვითარებას. ამ კრებულში თავმოყრილია საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული მოთხრობები, რომლებიც ,,ისტორიული მოთხრობების‘‘ სახელწოდებით გავაერთიანეთ.