ვინ არ იცნობს ბარონ მიუნჰაუზენს და მის საოცარ თავგადასავლებს?! სამფეხა ადამიანებთანაც უცხოვრია და ყველის კუნძულზეც უსეირნია; ირემიც უნახავს, თავზე ხე რომ ამოუვიდა და ორჯერ მთვარეზეც უმოგზაურია… სად აღარ ყოფილა, რა ფათერაკი არ გადახდენია თავს, მაგრამ თავისი მოხერხებულობის წყალობით ყოველთვის უპოვია გამოსავალი.