წიგნში 14 განსხვავებული რუბრიკაა, რაც თითქმის ყველა იმ სფეროს მოიცავს, რასთანაც შეიძლება შეხება ქონდეს ბავშვს. მასალა გადმოცემულია უმარტივესად, პატარებისათვის გასაგები ენით და ყურადღება გამახვილებულია ვიზუალურ ეფექტებზე. წიგნში მოცემული თემები სასურველია, ეტაპობრივად გავაცნოთ ბავშვებს, რამდენჯერმე მივუბრუნდეთ ერთხელ წაკითხულს, დავუსვათ მარტივი კითხვები და მივაჩვიოთ დამოუკიდებლად აზროვნებას...