როგორ იქცა ნიდერლანდების ერთი პატარა ქალაქის ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ოჯახში დაბადებული გოგონა, მარგარეტა ზელე, სახელგანთქმულ მატა ჰარიდ? რამ მისცა ძალა, ის დაბრკოლებები გადაელახა, ცხოვრებამ რომ მოუმზადა? როგორ ცვლის ადამიანებს ომი? მატა ჰარის სიკვდილით დასჯიდან 100 წელი გავიდა და დღეს უკვე ცხადია, რომ მისთვის წაყენებული ბრალდება დიდწილად რეალურ საფუძველს მოკლებული იყო – მოგვიანებით ეს პროკურორმა მორნემაც აღიარა. ბრაზილიელი მწერლის, პაულო კოელიოს რომანი „ჯაშუში“ ცნობილი ისტორიული ფაქტების ინტერპრეტაციას გვთავაზობს სახელგანთქმული მოცეკვავის, მატა ჰარის მოგონებებზე დაყრდნობით. „ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე და რისთვისაც თავიდან ავიცილე გასამართლება ისაა, რომ მოვინდომე თავისუფალი და დამოუკიდებელი ქალი ვყოფილიყავი მამაკაცების მიერ მართულ სამყაროში. ბრალი ჯაშუშობაში დამდეს, თუმცა რასაც ვყიდდი, ზეპური საზოგადოების სალონებში ყურმოკრული ჭორების მეტი არაფერი იყო“.