Your cart is currently empty
Quick Overview
Secured and trusted checkout with
ნორვეგიელი ჟურნალისტი ქალი – ოსნე საიეშტადი ცნობილია საინტერესო რეპორტაჟებით მსოფლიოს ყველაზე „ცხელი წერტილებიდან”. თუმცა იგი, კონფლიქტის მშრალი და სტატისტიკური აღწერის ნაცვლად, თავად იქ მცხოვრები ადამიანების ბედით ინტერესდება. ამ წიგნში მისი „მუზა” ავღანეთია – მრავალწლიანი შინა და გარე ომებით ძალაგამოცლილი მაჰმადიანური ქვეყანა შუა აზიაში, რომელიც ჯერაც საშიშ ადგილადაა მიჩნეული ტერორიზმისა და ფანატიკოსი მუსლიმების სიმრავლის გამო. ავტორის განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ადამიანის „შინაგანი ომები” იწვევს – ის, რაც პოტენციურად ფანატიზმისა და ტერორიზმის სათავეც კი შეიძლება იყოს. წიგნის მთავარი პერსონაჟებიც რიგითი ავღანელები არიან, იქნება ეს წიგნებით მოვაჭრე პატრიარქატული ოჯახის უფროსი სულთან ხანი თუ მისივე დიდი ოჯახის წევრები – მამაკაცები და თითქმის უუფლებო ქალები – თავიანთი ფიქრებით, ემოციებით, შინაგანი კონფლიქტებით… ყველაფერი, რაც წიგნშია მოთხრობილი, ნამდვილია – ყველაფერი თავად ავტორმა ნახა, მოისმინა და განიცადა სულთან ხანის ოჯახში ცხოვრებისას… ოსნე საიეშტადი, როგორც ქალი, გამორჩეულ ყურადღებას ქალებს უთმობს და ცდილობს, სქელი ჩადრის მიღმა მიმალული არა მხოლოდ მათი სახე, არამედ შინაგანი სამყარო და გრძნობებიც გამოააშკარაოს.
ჩვენთვის უმთავრესია ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი შენაძენით და ამისათვის ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მუშაობს. თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ გვაქვს ნივთის უკან დაბრუნების შემდეგი პოლიტიკა:
- დაზიანებული/არასასურველი ნივთის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებული ვალდებულია აცნობოს კომპანიას ნივთის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, შემდეგ ელ.ფოსტაზე: qartulias@yahoo.com.
-
შეტყობინების დასათაურებაში მიუთითოს “ნივთის დაბრუნება”, აღწეროს წერილში ნივთის დაბრუნების მიზეზი, დაზიანებული ნივთის შემთხვევაში კი თან დაურთოს ფოტო მასალა
მას შემდეგ რაც მივიღებთ და განვიხილავთ თქვენს შეტყობინებას გამოგეგზავნებათ დაბრუნებისათვის საჭირო დოკუმენტი, სადაც აღწერილი იქნება ნივთის დაბრუნების ყველა საჭირო ეტაპი.
აუცილებლად დაურთეთ აღნიშნული დოკუმენტი ნივთს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება ნივთის დაბრუნება. იმ შემთხვევაში თუ ნივთს თავად აბრუნებთ მაღაზიაში ნივთის დაბრუნება შეგიძლიათ მისი მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
იმისათვის, რომ ნივთი დაიბრუნოს კომპანიამ აუცილებელია იგი იყოს იმავე მდგომარეობაში როგორშიც მიიღეთ, ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული, მას თან უნდა ჰქონდეს მარკა ( ეს ვერ მოვიფიქრე სხვაგვარად როგორ დამეწერა) და პირვანდელი შეფუთვა, ამასთანავე თან უნდა გქონდეთ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. თვენს მიერ უკვე გამოყენებულ და დაზიანებულ ნივთს კომპანია უკან არ დაიბრუნებს.
გთხოვთ დაზიანებული, შეცდომით გამოგზავნილი ნივთის ან ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოთ კომპანიას ნივთის მიღების მომენტში, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, რათა დროულად შევძლოთ რეაგირების მოხდენა.
გამონაკლისი:
- კომპანიაში დაბრუნებას არ ექვემდებარება ფასდაკლების დროს შეძენილი ნივთები და სასაჩუქრე ბარათები.
- კომპანიაში უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება ისეთი ნივთები, როგორიცაა: საკვები პროდუქტები და მცენარეები, პერსონალურად შექმნილი ნივთები და ტანისამოსი. გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი კითხვის ან სპეციალური შენაძენის შემთხვევაში.
ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ info@qartulia.com