ინგლისელი კლასიკოსის შვიდტომეულში შესულია ჩვენთვის საყვარელი ნაწარმოებები _ „დევიდ კოპერფილდი“, „ოლივერ ტვისტის თავგადასავალი“, ქართულ ენაზე გადათარგმნილი ყველა სხვა თხზულება - რომანები: „პიკვიკის კლუბის ჩანაწერები“, „ნიკოლას ნიკლბი“ და „საშობაო მოთხრობები“. ჩარლზ დიკენსის ამ წიგნში ‒ „ოლივერ ტვისტი“ ‒ მოთხრობილია ლონდონში მცხოვრები ობოლი ბიჭუნას, ოლივერ ტვისტის, თავგადასავალი. ეს კრიმინალური ფელეტონია პირქუშ, ძალადობითა და დაუნდობლობით აღსავსე ცხოვრებაზე. ოლივერი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარში ცუდ პირობებში იზრდებოდა. შემდეგ იგი ხელოსანმა სამუშაოდ აიყვანა. ახალ სამსახურში ოლივერს პრობლემები შეექმნა და ის ლონდონში გაიქცა. ამ ქალაქში იგი ქურდი ბიჭების გარემოცვაში აღმოჩნდა, თუმცა მხსნელად ბატონი ბრაუნლოუ მოევლინა