გრეგის ქუჩა, სარი სტრიტი, ორადაა გაყოფილი: ზემო და ქვემო ნაწილად და ზემო და ქვემო სარისტრიტელი ბავშვები ვერ იტანენ ერთმანეთს. როგორც წესი, ვაკეზე მცხოვრებლები გორაკელებს ქვემოთ არ უშვებენ სათამაშოდ.
ემო და ქვემო სარისტრიტელებმა წელსაც დაუნდობელი ომი გამოუცხადეს ერთმანეთს და გრანდიოზული გუნდაობა გამართეს. ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გრეგი და მისი საუკეთესო მეგობარი როულიც ჩაერთვნენ. ნახეთ, როგორ დამთავრდება ბრძოლა და რას მიხვდება გრეგი.