ეს ბავშვის ალბომი შემოინახავს ყველაზე ნათელ და ბედნიერ მომენტებს თქვენი შვილის დაბადებიდან სკოლაში წასვლამდე. პირველი 6 წელი, პირველი ემოციები, პირველი მეგობრები, განსაკუთრებული დღეები... ამ ალბომში ფოტოებითა და ჩანაწერებით მოყოლილი ექვსწლიანი ამბავი შეინახება და ფასდაუდებელი საგანძური იქნება მთელი ოჯახისათვის.