შვეიცარიელი მწერლის, იოჰანა შპირის ,,ჰაიდი'' გამოცემისთანავე მსოფლიო ბესტსელერად იქცა: ითარგმნა 30 ენაზე, გადაიღეს ფილმები და მულტფილმები, დაიდგა სპექტაკლები და მიუზიკლები. საბჭოთა პერიოდში მისი თარგმნა ვერავინ გაბედა, რადგან წიგნის მთავარი პერსონაჟები რელიგიური ადამიანები არიან. ,,ჰაიდის'' წარმატება განაპირობა მთავარმა მოქმედმა გმირმა _ კეთილმა გოგონამ, რომელიც მზესავით ანათებს და გარშემომყოფებს ცხოვრებას უხალისებს. რასაკვირველია, არც ისინი რჩებიან ვალში, რადგან სიკეთე გადამდებია.