ლუის კეროლის ამ ნაწარმოებში ელისი სარკისმიღმეთში მოგზაურობს. ეს ქვეყანა წარმოადგენს დიდ საჭადრაკო დაფას. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. მას თავისი წესები და ლოგიკა აქვს. ის, რაც რეალურ სამყაროში სისულელეა, სარკისმიღმეთში ნორმალურად ითვლება. მიუხედავად ამისა, ცნობისმოყვარე ელისი არ იბნევა, ადვილად ეგუება ახალ გარემოს, ყოველთვის წინ მიიწევს და ყველაფერს იუმორით ხვდება. იგი ყველაფერს აღიქვამს ისე, როგორც საჭიროსა და აუცილებელს, ამიტომაც ხდება დედოფალი.