ეს სახალისო ამბავი შენს თანატოლებზეა (შეიძლება, ოდნავ უფროსებზე ან უმცროსებზე) _ ბიჭებზე, რომლებიც წიგნებს არ კითხულობენ. მათ არასდროს გადაუშლიათ წიგნი და არც არავინ აიძულებს ამის გაკეთებას, რადგან ერთგვარი ალერგია აქვთ: როგორც კი ვინმე წიგნს აჩვენებს, გულისრევის შეგრძნება უჩნდებათ _ ცუდად ხდებიან... ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც სკოლაში ახალი მასწავლებელი მოდის. მაესტრო დინდოლი დარწმუნებულია, რომ თავისი უტყუარი მეთოდით ბიჭებს „განკურნავს“ და კითხვის ექსპერტებად გადააქცევს.