საოცნებო ადგილს რომ იპოვი, შენი იყოს, პატარავ და... გააცოცხლე! – ეუბნება მისტერ კრეივენი მასთან საცხოვრებლად ჩასულ, დაობლებულ მერი ლენოქსს. პატარა გოგონას საოცნებო ადგილი მისელთვეით მენორის ყველაზე მივიწყებულ ადგილას, ძველისძველი გალავნით გარშემორტყმული, ათი წლის წინათ გამოკეტილი ბაღი აღმოჩნდა. იორკშირელი დიკონის დახმარებით მერის საიდუმლო ბუდე პატარა ედემად იქცა და გაზაფხულთან ერთად იქ სიცოცხლემ, სიყვარულმა და ხალისმა დაიბუდა.