ცნობილი ბერძენი მწერლის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, მაკის ციტასის ეს არაჩვეულებრივი წიგნი მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზეა. ბავშვები ხშირად ფიქრობენ, რატომ საყვედურობენ მათ მშობლები, რატომ სჯიან, რატომ უბრაზდებიან... გაინტერესებს, როგორი იქნებოდა ცხოვრება შეცვლილი როლებით? შენი მშობლები მუდამ გვიან რომ იღვიძებდნენ? არასდროს იბანდნენ ხელებს სადილისა და ვახშმის წინ, სვრიდნენ ტანსაცმელს, აბინძურებდნენ კედლებს?